პირველად, კარიერის განმავლობაში, კაილი მინოუგი "გლასტონბერზე" გამოვიდა. შოუმ, რომელსაც ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება მოუთმენლად ელოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ მოვლენაზე გამოსვლა კაილიმ მკერდის კიბოს გამო გააუქმა. თუმცა ახლა როგორც ხედავთ არაჩვეულებრივ ფორმაშია.