გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვები პირველად არსებობის განმავლობაში შემცირდა. ამის მიზეზი კი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან სუბსიდიების შემცირება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია Sanford C.Bernstein ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ივლისში ელექტრომობილების გაყიდვები 14%-ით შემცირდა და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 128 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. გაყიდვების კლება ფიქსირდება როგორც ჩინეთში, ასევე შეერთებულ შტატებში, ხოლო ევროპის ქვეყნებში მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა, ჯამში იანვარი-ივლისის მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვები 35%-ით არის გაზრდილი.