პირველად ბაკურიანი საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. სკიკროსში შეჯიბრი 16-17 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება.მასში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია პორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან გაიარეს .შეჯიბრში ასეევე მონაწილეობას 4 ქართველი მოთხილამურე მიიღებს . ბაკურიანში სკიკროსის შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. შეჯიბრის პარტნიორი კი კომპანია "სილქნეტია".