უმსხვილესმა იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Toyota Motor-მა 2021 წელს ამერიკის მასშტაბით ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად მოახერხა ამერიკულ კომპანია General Motors-ზე მეტი ავტომობილი გაეყიდა შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური ტელეკომპანია NHK-ი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს Toyota-მ შტატებში 2,33 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 10%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. ამავდროულად, ამავე საანგარიშო პერიოდში ამერიკულმა გიგანტმა General Motors-მა 2,2 მლნ ავტომობილის რეალიზება მოახერხა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი ტექნიკური მაკომპლექტებლების სიმწირით და ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გამო ქარხნების არაერთხელ გაჩერებით, არის განპირობებული.
წარმოების პრობლემები იაპონელებსაც ჰქონდათ, თუმცა ნაკლებად მასშტაბურად. ამასთან, მის გაყიდვებში დადებითი როლი შეასრულა ჰიბრიდულ მოდელებზე გაზრდილმა მოთხოვნამ, რომელიც წინა წელთან შედარებით 73%-ით გაეზარდა.
აღსანიშნავია, რომ 1931 წლიდან მოყოლებული General Motors-ი ამერიკის მასშტაბით გაყიდვების ლიდერია.