02:29
21 მაისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
პირველად 100 წლის შემდეგ, აფრიკაში უიშვიათესი შავი ლეოპარდი შენიშნეს
04-03-2019

პირველად 1909 წლის შემდეგ, ბიოლოგებმა კენიაში პრიალა შავი ლეოპარდი დააფიქსირეს.სან-დეიგოს ზოოპარკის მეცნიერის, ნიკ პილფოლდის განცხადებით, მათ ძალიან გაუმართლათ, როცა ლეოპარდს ვიდეო გადაუღეს. ბიოლოგთა ჯგუფმა ლოისაბის ნაკრძალში სპეციალური კამერები მოათავსა, რათა ლეოპარდთა პოპულაციისთვის ეთვალთვალათ. სწორედ მაშინ გაიგეს დაუდასტურებელი ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ.

მათ კამერები ზუსტად იმ ადგილებში განათავსეს, სადაც ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ მიუთითებდა.  მდედრი ლეოპარდის ბეწვი კუპრივით შავია. ამის მიზეზია მელანიზმი - გენების მუტაცია, რაც პიგმენტების გადაჭარბებულ წარმოქმნას იწვევს. წარმოადგენს ალბინიზმის საპირისპირო მოვლენას.

ნიკ პილფოლდის განცხადებით, შავი ლეოპარდების, იგივე შავი პანტერების შემჩნევის შესახებ ცნობები აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ბოლო დადასტურებული დაკვირვება მათზე საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ეთიოპიაში მოხდა. მისი თქმით, გლობალური მასშტაბით მელანიზმი ლეოპარდების 11 პროცენტში ფიქსირდება, მაგრამ ასეთ ლეოპარდთა უმეტესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს. შავი ლეოპარდები აფრიკაში უიშვიათესია. ასეთი ცხოველი აფრიკაში ბოლოს 1909 წელს, ეთიოპიაში შენიშნეს.

ლეოპარდები კრიტიკულად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ შეტანილია წითელ სიაში.
ლეოპარდთა პოპულაციის კლების ზუსტი ციფრები უცნობია. მათი ძირითადი საფრთხეებია ნადირობა, ჰაბიტატის დაკარგვა, ბრძოლა მსხვერპლისთვის და კონფლიქტი ფერმერებთან.

AutoPlay
დაადგინეს საოჯახო ქიმიის მავნებლობის ხარისხი - რატომ უნდა გაეცნოთ ეტიკეტს აუცილებლად და რას ნიშნავს მასზე გამოსახული ძახილის ნიშანი?
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სამედიცინო ცდებს კატებზე აშშ-ში აღარ ჩაატარებენ - მთავრობამ 22-მილიონიანი პროგრამა დახურა და 3 ათასი ცხოველი იხსნა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
დელფინების სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი 2011 წლის შემდეგ 12%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ინოვაციური პროექტი: ელექტრონული ავტობანი გერმანიაში
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
2 624 წლის ხე აშშ-ში - 2000-ზე მეტი წლის ხეები მდინარე ბლეკის გასწვრივ აღმოაჩინეს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები, ამსტერდამში 2030 წლიდან სრულად აიკრძალება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები