პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს.
როგორც რატიანი განმარტავს, აღნიშნულ პაციენტთან სუნთქვის უკმარისობის კლინიკა შემცირებულია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს რატიანი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია. მისივე განმარტებით, გუშინ 16 საეჭვო შემთხვევა შევიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტიდან მიღებული პასუხები ყველას შემთხვევაში უარყოფითია.