ოპოზიციის წარმომადგენლები შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს აფასებენ. ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებამ მოისმინა მატყუარა მინისტრის საუბარი. კაპანაძე მინისტრს ტყუილშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ არ იცოდა საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებამ აირჩია თავდასხმა, როგორც თავდაცვის საუკეთესო საშუალება და 20ივნისი ოპოზიციის პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენეს.