კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე ვერ ისაუბრებს, ვიდრე არ იქნება კონკრეტული საფუძველი.
ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.