2017 წლის პირველ ნახევარში აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 1 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გამოშვებული პროდუქციის ძირითადი წილი მეცხოველეობის სექტორზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, პირველ ნახევარში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ცხვრისა და ღორის სულადობები კი გაზრდილია, შესაბამისად, 5%-ით და 10%-ით. საქსტატის ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად, მიღებული პროდუქციის გამოშვებამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.