თურქეთი ამ დღეებში მისი პირველი სრულიად თურქული წარმოების ავტომობილის პრემიერისთვის ემზადება. ეს იქნება ელექტრო-ქროსოვერი. მის ტექნიკურ დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია მწირია, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მანქანის სახლის პირობებში სრულად დამუხტვას 10 საათი სჭირდება, ხოლო სწრაფი დამტენიდან მხოლოდ საათნახევარი.
ასევე ცნობილია, რომ ავტომობილის ვიზუალურ მხარეზე მსოფლიოში სახელგანთქმულმა იტალიურმა დიზაინ სტუდიომ Pininfarina-მ (ფინინფარინა) იმუშავა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის კონსტრუქციაზე Gebze's Information Technologies Valley-ში (IT Valley) (გებზის ინფორმეიშენ ტექნოლიჯის ველი) იმუშავეს. კომპანია მის სერიულ წარმოებას 2021 წლიდან, ხოლო მიწოდებას 2022 წლიდან აპირებს. მათ გეგმაშია ასევე 2030 წლამდე სულ ცოტა ხუთი მოდელის წარმოდგენა. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ მასში 20 ათასი ადგილობრივი დასაქმდება.