სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობებზე 2 ათას 57 ნებართვა გაიცა. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობამ კი 542 შეადგინა. ამასთან, "საქსტატის" ცნობით, 2017 წელს საქართველოში 2 ათას 922 შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულდა, რომელთა მთლიანი ფართობი 2 მილიონ 198 ათას 309 კვადრატული მეტრი იყო.აღსანიშნავია, რომ აქედან 30% თბილისზე მოდის. კერძოდ, დედაქალაქში გასულ წელს 860 მშენებლობა დასრულდა, საერთო ფართით მილიონ 338 288 კვადრატული მეტრი.