პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა - Palitra News

პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა

2020-05-05 10:51:05+04:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან იყო მოთავსებული. ის ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა.