თიბისი ბანკის მიერ შექმნილ ჩატ ბოტ, თი ბოტს ინოვაციური ფუნქცია დაემატა. თი ბოტის მესენჯერ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება - თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება და ინფორმაციის მიღება, დღეიდან VOICE ფუნქცია დაემატება.
VOICE ფუნქციით მომხმარებელი აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შესაძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.