22:14
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
პირველ ივნისს "ავერსმა" ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა
04-06-2019

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კომპანია „ავერსმა“, ტრადიციისამებრ, რამდენიმე ღონისძიება გამართა. პირველ ივნისს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მომხმარებელთა შვილებს საწარმო ექსპერიმენტორიუმმა უმასპინძლა , სადაც ბავშვებმა საინტერესო ცდები ჩაატარეს.

პატარებს საშუალება მიეცათ ენახათ თუ  რა დიდი მნიშვნელობა აქვს წამლების წარმოებისთვის ლაბორატორიას. ავერსმმა ყველა ბავშვი დასაჩუქრა მათთვის საჭირო ნაწარმით.


აღსანიშნავია,რომ „ავერსს“ აქვს ფარმაცევტული საწარმო „ავერსი რაციონალი“, რომელიც 2005 წლიდან აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას.დღეს ის 136 დასახელების 242 პოზიციას უშვებს.

პატარებისა და მათი მშობლებისთვის სააფთიაქო ქსელი იწყებს სპეციალურ აქციას, რომელიც 1 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის, ვინც ყოველთვიურად ყველაზე მეტ საბავშვო პროდუქციას შეიძენს, პარიზის დისნეილენდის საგზურით დასაჩუქრდება. ასევე „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი  25 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით საბავშვო პროდუქციაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები