14:19
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პირველ ექვს თვეში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები შემცირდა
16-08-2017

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობაზე 186 ნებართვით ნაკლებია გაცემული. საქსტატის ცნობით, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჯამში 5 009 ობიექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. საუბარია 2 მილიონ 858 ათას 334 კვადრატული მეტრის ფართობზე. გასული წლის იანვარი-ივნისის პერიოდში 5 195 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომელმაც ჯამში 2 მილიონ  919 ათას 894 კვადრატული მეტრის შეადგინა.

რაც შეეხება დასრულებულ მშენებლობებს, საქსტატის ინფორმაციით, ეს მონაცემი 2016 და 2017 წლის საანგარიშო პერიოდებში არ შეცვლილა და 1 334 ობიექტი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები