2019 წლის მე-2 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.კერძოდ, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 23 ლარი და 90 თეთრი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 8 ლარი და 40 თეთრი, ხოლო ღორის - 21 ლარი და 70 თეთრი იყო.
მაშინ როცა, 2019 წლის 1-ელ კვარტალში სასაკლაოებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24 ლარი და 40 თეთრი, ცხვრის ან თხის - 9 ლარი და 80 თეთრი, ხოლო ღორის - 22 ლარი და 10 თეთრი იყო.
ცნობისთვის, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 101 სასაკლაო ფუნქციონირებდა. სასაკლაოებში დაკლულია 98 ათას 700 სული, მათ შორის 42.8 პროცენტი მსხვილფეხა პირუტყვი, ხოლო 57.2 პროცენტი - წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 მილიონ 970 ათას 800 ერთეულით განისაზღვრა.