ნადირობა "ჰოლოკოსტის არქიტექტორზე": "მოსადის" ყველაზე წარმატებული ოპერაცია - მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის მთავარ და ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ნაცისტი დამნაშავეების დასჯა იქცა, რადგან მართალია, ნიურნბერგის ტრიბუნალმა მეთაურთა ნაწილს საკადრისი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ის, ვინც ადამიანთა მასობრივი განადგურების გეგმა შეიმუშავა და განახორციელა, ისევ დაუსჯელი რჩებოდა. სამხედრო დამნაშავეების საქმეების განხილვისას სამყარო ორ ნაწილად - "შეურიგებლებად" და "შემწყნარებლებად" გაიყო. ქვეყნებში, სადაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ნაცისტური ოკუპაციის კოშმარი, ჰიტლერის ჯალათების დევნა ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა, ნაკლებად დაზარალებული აზია და ამერიკის კონტინენტი კი, ყველას "გაგებისა და პატიებისკენ" მოუწოდებდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ დამნაშავეები საკმაოდ მსუბუქად ისჯებოდნენ, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მათ მიერ ჩადენილ ბოროტებას.