გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
პროკურატურა იმ მუხლებსაც განმარტავს, რითაც დაკავებულს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.გიორგი იჩუკაიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით წარედგინა. პროკურატურის ცნობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უწყება სასამართლოს დღესვე მიმართვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.