პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.ბრალდებულის ადვოკატის გიორგი მდინარაძეს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობის მუხლით წაუყენეს. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე არ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, დაგეგმილია, რომ ბრალდებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შემოწმდეს.
იხილეთ: "მეგონა მოსდევდნენ, ჩქარა შემოვარდაო... როგორ გადარჩა ცოცხალი მიკვირს" - რა უთხრა ახლობლებს ბავშვმა, რომელზეც ლიფტში იძალადესდაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე