პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს უკვე 25-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის უმეტესობა 6-დან 12 წლამდე ბავშვია.ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს რომ მძიმე შემთხვევები არ ყოფილა და პაციენტებს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ. დაშავებული ბავშვები სახლებში გაეწერნენ.