"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში: შესატანი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება. როგორც კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პიროტექნიკის გამოყენების გამო, მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24 ბავშვებში. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს და საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს და იხილავს.