პარლამენტის ბიუროს, 10 დეკემბრის სხდომაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.
მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.