ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოხტა. იგი რესპუბლიკურ საავადმოყოში გადაიყვანეს, თუმცა 2-საათიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიოკოსების თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის მძიმე დაზიანება გახდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის"115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.