შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული სარფში აიყვანა, სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.