პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა და ასევე წყნეთში მომხდარ ინციდენტზე მისი გამოკითხვა მოხდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფება თავად ლერი სულაბერიძეც, რომელიც დამატებით საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს.
ცნობისთვის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. თავად სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.