სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა - დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. როგორც ცნობილია, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მიხედვით, ფიზიკურ პირზე -0:06 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს. მთავრობის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს ჯარიმა ამგვარი ქმედების პრევენციის მიზნით. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და აღნიშნულის შედეგად მომხმარებელთა ინტერესების შელახვა.