სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამით დაიწყო, გამთენიის დაახლოებით 05:00 საათზე კი სპეც დანიშნულების რაზმმა კორპუსის შტურმით აღება სცადა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან.