შსს-ს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა არ განხორციელებულა. როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუცხადეს, პირები, რომლებიც ყოფილ მთავარ პროკურორთან გვიან ღამით სახლში იმყოფებოდნენ, საგამოძიებო ჯგუფს არ წარმოადგენდნენ. შსს-ში არ აკონკრეტებენ, იყვნენ თუ არა ისინი უწყების თანამშრომლები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები ამ დრომდე არ ყოფილან.