საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს მილიარდ 232 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში კერძოდ, 2013 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ეფ დი აის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება მათ შორის სასესხო დავალიანების დაფარვა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ მიზეზებს განმარტავს, რაც 2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზი გახდა. მიქაბაძე აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციების საერთო დონე გაზრდილია, დაახლოებით 20-25%-ით, თუმცა, ეს ზრდა შიდა ინვესტიციების ხარჯზე მოხდა. რაც შეეხება კონკრეტულად სექტორებს, 472 მილიონ 600 ათასი დოლარიდან 209 მილიონ 900ათას დოლარამდე, დაახლოებით, 55,5%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობამ კი დაახლოებით 50%-ით დაიკლო, დაახლოებით 63 %-ით შემცირდა ინვესტიციები სამშენებლო სექტორშიც.