უკავშირდება თუ არა მედკაპიტალის ექიმის გარდაცვალება 2 კვირის წინ გაკეთებულ ვაქცინაციას?! მედკაპიტალში ამბობენ რომ ლალი ჯავახიშვილი გარდაცვალებამდე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.