პირადი ცხოვრების შენახვა- გავრცელების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა, პარტია გირჩის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ და წინასწარი დაკავების ვადა გაუგრძელდათ. ისინი მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ და ფიქრობენ, რომ აღნიშნული პირები უსამართლოდ არიან დაკავებულები.