ზურაბ ნეფარიძის წინააღმდეგ ბრალდება აბსურდულია და რასაც მას ედავებიან, ყველა მაჟორიტარული ბიურო ახორციელებს, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა განაცხადა. დაკავებულის მიმართ შანტაჟზე და ზეწოლაზეც საუბრობს ადვოკატიც. ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გადაღებული იქნა ფარული ვიდეო კადრები, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში არ დევს მტკიცებულების სახით.როგორც ედიშერ ქარჩავამ განმარტა, თავად ბრალდებულის სურვილი იყო სხდომა საჯაროდ გამართულიყო საქალაქო სასამართლოში, თუმცა დაცვის მხარის თქმით, გაურკვეველი მიზეზების გამო, სხდომა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტარდება. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს.