პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სწორედ, მათ მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს დღეს სასამართლო.სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.