პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 4 პირს: ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძეს და ანტონ ღლონტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დაუტოვა.დაცვის მხარემ ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა. საქმე ეხება ერთ-ერთ დეპუტატთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერს.