პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ეკა ბესელია საგამოძიებო უწყებებს გამოძიებისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებებს მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ, კერძოდ, ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერების ორგანიზატორი. ეკა ბესელია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს, რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე თუ შესაბამისი უწყებები მოცემულ დროში ვერ გასცემენ პასუხს, ამ შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.