თანამედროვე მსოფლიოში, კონფიდენციალურობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თანდათან კარგავს აქტუალურობას. მინიატურული კამერების, მოძრავი ობიექტების სატელიტიდან თვალთვალის და იდენტიფიკაციის სისტემების წყალობით, ხელშეუხებელი მხოლოდ საკუთარი აზრები და ფიქრები რჩება, თუმცა შესაძლოა, ახლო მომავალში აზრების ამოცნობაც გახდეს შესაძლებელი. ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ სფეროში თავიანთი მიღწევების დემონსტრირება მოაწყვეს.