პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რა თანხა წაიღო ზუგდიდში, “საქართველოს ბანკიდან“ თავდამსხმელმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიებიდან გამომდინარე ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.