პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი ზედმიწევნით გამოიკვლიონ - ირაკლი კობახიძე ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით - Palitra News

პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი ზედმიწევნით გამოიკვლიონ - ირაკლი კობახიძე ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით

2019-01-29 13:12:13+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, არის ამორალური. მისი განცხადებით, ის ბოლომდე ჩაყვება გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას, რომ ყველაფერი ზედმიწევნით იყოს გამოკვლეული. რაც შეეხება ფაქტთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი უფრთხილდებიან გუნდს და მოქმედებენ გუნდის ინტერესების შესაბამისად.