23:49
15 აპრილი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
პინგვინი - პლანეტის უხუცესი ბინადარი, რომელიც დინოზავრსაც კი ჯაბნის ხანდაზმულობით
04-03-2021

მეცნიერების კვლევების თანახმად, პინგვინი პლანეტის უხუცესი ბინადარია, რადგან დინოზავრსაც კი ჯაბნის ხანდაზმულობით. მართალია, ზოოლოგები დიდხანს დავობდნენ ფაუნის რომელ ჯგუფს - ფრინველთა თუ ცხოველთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა პინგვინი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ დნმ-ის ანალიზით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ხანგრძლივ კამათს, საოცარი არსება კი, საბოლოოდ გადაბარგდა ფრინველთა კატეგორიაში.

პინგვინი ერთ-ერთია იმ 40 სახეობის ფრინველთაგან, რომელიც არ დაფრინავს, თუმცა ერთადერთია, ვისაც ცურვა და ყვინთვა, აპკიანი თათების წყალობით კი, ვერტიკალურად დგომა და გადაადგილება შეუძლია. ექსპერტების დასკვნით, 60 მილიონი წლის წინ პინგვინი სხვა ფრინველის მსგავსად დაფრინავდა, თუმცა ევოლუციის შედეგად ფრენის უნარი დაკარგა და არაჩვეულებრივ მოცურავედ ჩამოყალიბდა.

დღეს მსოფლიოში პინგვინის 17 სახეობაა გავრცელებული, რომელთა შორის ყველაზე მასიური - 170-ფუტიანი გიგანტური პინგვინი ახალ ზელანდიაში სახლობს, ყველაზე ელეგანტური - საიმპერატორო პინგვინი კი, ანტარქტიდაზეა დაბინავებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები