ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ შედარებით მცირე შემთხვევაა აღრიცხული, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.