06:12
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
პიქსარს თავისი ჰალკი ჰყავს - ნახეთ ახალი ანიმაციის ტრეილერი
18-07-2021

სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პიქსარმა ანიმაცია Luca (ლუკა) და უკვე შემდეგი მულტფილმიც დააანონსა ცინცხალი ტრეილერით.

Turning Red (გაწითლება) — ასე ერქმევა ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სტუდიის შემდეგ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს, რომელიც განსაკუთრებულ 13 წლის გოგოზე მოგვითხრობს: მეი ლი როგორც კი ოდნავ აღელდება, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, მაშინვე წითელ პანდად იქცევა ხოლმე.

ამან ბევრს უკვე მოაგონა მარველის ცნობილი პერსონაჟი ჰალკი და ახლახან გამოქვეყნებული ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მოულოდნელ სიურპრიზებს პიქსარის ამ ახალი გმირისგანაც უნდა ველოდოთ.

ეს ახალი მულტფილმი დომი შიმ გადაიღო, რომელმაც აქამდე პიქსართან მოკლემეტრაჟიან ანიაციაზე Bao (ბაო) იმუშავა და ოსკარიც მოიპოვა. ვნახოთ, გახდება თუ არა მისი ახალი ნამუშევარი ამერიკის კინოაკადემიის რჩეული ისევ.

თუმცა იქამდე ლოდინი მოგვიწევს: Turning Red-ის (გაწითლება) პრემიერა 2022 წლის 11 მარტსაა დაგეგმილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები