ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი. სხდომაზე გენერალური აუდიტორი გამოკითხეს. თემურ ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით, აუდიტის მიერ გაცემულ დასკვნას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ის განმარტავს, რომ პროცესზე მოწმე მიკერძოებული იყო და ის კრიტიკულ კითხვებს თავს არიდებდა.