პიჯაკების საქმის განხილვა სასმართლოში მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე გადავიდა. პროცესზე ბრალდების მხარის პირველი მოწმე დაიკითხა. მურად თურმანიძე 2010 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი თქმით, 2009 წელს პირველად გამოიყო თანხა დაცვის სამსახურისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო პრეზიდენტის, პრემიერისა და დაცვის სამსახურის წევრებისთვის. თურმანიძის განცხადებით, ამ თანხის ხარჯვა მიზნობრივად ხდებოდა.თუმცა, თურმანიძემ აღნიშნა, რომ მისი მუშაობის პერიოდში თანხა გამოყოფილი იყო სააკშვილის შვილის სწავლისთვისაც. დაცვის მხარემ ასე მოითხოვა საქმეზე დართულიყო მერიის მიერ ლევან გაჩეჩილაძის სამკურნალო ხარჯების დაფინანსება, ნიშნად იმისა რომ მსგავსი ტიპის ხარჯები დღეს მიზნობრივად ითვლება. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.