სახელმწიფოს მიერ "ფაიზერბიონტეკისგან" შეძენილი მილიონი დოზიდან 170 000 დოზა უკვე საქართველოშია. დედაქალაქში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთი პუნქტია, სადაც მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორი სრულად მობილიზებულია. არსებობს საწოლფონდი რომელსაც რაოდენობა ყოველ დღე ემატება, რეზევრში კი კიდევ 1500 საწოლი არსებობს.