
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Petronas-ი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს
29-04-2022
მალაიზიური სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია Petronas-ი აცხადებს, რომ აკვირდება ბუნებრივ აირზე გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით კი იაპონიისა და ევროპის მხრიდან, თუმცა ჯერ ვერ ახერხებს წარმოების გაზრდას. ამის შესახებ გაზეთი The Star-ი წერს.
კომპანიის გაზის მოპოვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია დღეისათვის აწარმოებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია და წარმოების გაზრდა გართულებულია, ვინაიდან ბოლო წლებში კომპანია ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის.
მისივე თქმით, „კომპანია მომდევნო ხუთ წელიწადში გეგმავს წლიურად დახარჯოს 4,5 მლრდ დოლარი პერსპექტიულ განვითარებაზე, რომელზეც ამ დროისთვის 3,3 მლრდ დოლარს ხარჯავს, თუმცა მისივე თქმით, წარმოების შეფერხებებს და ინფლაციას შეუძლია ინვესტიციების მოცულობები შეამციროს.
AutoPlay

Tommy Hilfiger - ის და Calvin Klein - ის მფლობელი კომპანია რუსულ ბიზნესს თურქულ კომპანიაზე ყიდის
01-07-2022

მსოფლიო კომპანიების აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 2003 წლის მინიმუმზეა
01-07-2022

ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის
01-07-2022

„მაგთი“ და „სილქნეტი“ ტარიფებს ზრდიან
01-07-2022

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება
01-07-2022

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრის კანონი ამოქმედდა
01-07-2022