უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა 19 იანვრამდე გადაიდო.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არაუგვიანეს ოთხშაბათს გამოცხადდება. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა.
პოროშენკო პეჩერსკის სასამართლოში აეროპორტიდან მივიდა. საქმე ეხება ე.წ. „ქვანახშირის“ საქმეს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული.
მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.