უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინაში დაბრუნებისას არ დააკავებენ. მისი თქმით, დაკავების მიზეზს ვერ ხედავს და, რომ ზელენსკი მსგავსი ქმედებით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებს ზიანს.
„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების მიზეზს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს“, - განაცხადა პოროშენკომ.
ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და იბრძოლბს არა ზელენსკის წინააღმდეგ, არამედ უკრაინისთვის.
პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.