უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო პეჩერსკის სასამართლოში მივიდა.
მედიის ინფორმაციით, სასამართლო სახელმწიფო ღალატის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სასამართლოს შენობასთან პოროშენკოს მხარდამჭერები იკრიბებიან, შენობას სამართალდამცავები გაძლიერებულად იცავენ.
შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ცოცა ხნის წინ დაბრუნდა, მას კიევის „ჟულიანის“ აეროპორტთან მხარდამჭერები დახვდნენ. მანამდე პოროშენკომ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.
"თავს არ მივცემ ციხეში ჩაჯდომის უფლებას. მე ტიმოშენკო არ ვარ. მესამე - ვიმოქმედებ მაქსიმალურად ეფექტურად უკრაინის დასაცავად. მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი თავის დაცვით, ვიცავ უკრაინას", - განაცხადა პოროშენკომ.