ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, მსჯელობენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.