პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. ამის შესახებ როიტერი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე ავტობუსი ლიმას ერთ-ერთ მაგისტრალზე ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწარაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ვარაუდით შემთხვევა ავტობუსის გაუმართავობამ გამოიწვია.